ქუთაისის ხიდებზე და რიონის სანაპიროზე მოუვლელობის გამო მცენარეები ამოდის
12:33 / 01.07.2026
ქუთაისში არსებული წითელი, თეთრი და ჯაჭვის ხიდების მიმდებარე
ტერიტორიებზე, ასევე მდინარე რიონის სანაპიროს საყრდენ
კედლებზე, მოუვლელობის გამო მცენარეები ამოვდა.
ტურიზმის საკითხებში ექსპერტი კოტე ჭარხალაშვილი ამბობს, ვითარება
მიუთითებს ქალაქის მერიის გულგრილ მუშაობაზე.
„ემსახურო ქალაქს ნიშნავს იმას, რომ ღამე არ უნდა გეძინოს ასეთ
უბედურებას რომ დაინახავ. გეკითხებით მე, ჭირდება თუ არა ქალაქს ეს —
ხომ ორღობე არ არის ან სოფლის ღელე?! ჭირდება თუ არა ქალაქს
სამსახური, რომელიც ყოველდღე გაუკეთებს მონიტორინგს რიონში ჩამავალ
წყალს და გაპარავს ამ კედლებს,“ — აღნიშნავს ის.
მისი თქმით, განსაკუთრებით პრობლემურია მცენარეების, მათ შორის
ხე-მცენარეულობის, გაჩენა ხიდების კონსტრუქციებთან ახლოს, რაც დროთა
განმავლობაში შესაძლოა ინფრასტრუქტურის დაზიანების რისკსაც
ზრდიდეს.
მოსახლეობა და სპეციალისტების ნაწილი ყურადღებას ამახვილებს იმაზე,
რომ ხიდებისა და სანაპირო კედლების მოვლა-პატრონობა რეგულარულ
კონტროლს უნდა ექვემდებარებოდეს.
მასალის გამოყენების პირობები