ახალი ამბები
ქუთაისის საჯარო სკოლის ფასადიდან რამდენიმე თვეა ბათქაში ცვივა - მერიამ ტენდერი ახლა გამოაცხადა
FaceBook

ქუთაისის №3 საჯარო სკოლის შენობის ფასადიდან რამდენიმეთვიანი ბათქაშის ცვენის შემდეგ  მერიამ ტენდერი ახლა  გამოაცხადა.


შესყიდვა სკოლის ფასადის რეაბილიტაციისთვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციისა და თანმდევი ექსპერტიზის მომზადებას ითვალისწინებს. სამუშაოების ღირებულება 55 000 ლარია.


ადგილობრივების თქმით, სკოლის შენობიდან ბათქაში უკვე რამდენიმე თვეა ცვივა, რაც მიმდებარედ  გადაადგილების დროს საფრთხესაც წარმოადგენს.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მომსახურება კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე შენობის სრული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციისა და შესაბამისი ექსპერტიზის მომზადებას ითვალისწინებს.


ტენდერის პირობების თანახმად, გამარჯვებულმა კომპანიამ პროექტი ხელშეკრულების გაფორმებიდან 75 კალენდარული დღის ვადაში უნდა მოამზადოს. დოკუმენტაციის დასრულების შემდეგ შესაძლებელი გახდება სკოლის ფასადის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვის ეტაპზე გადასვლა.


Print