ახალი ამბები
იმერეთში იარაღისა და ნარკოტიკის უკანონო შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
FaceBook
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოსა და ამავე დეპარტამენტის იმერეთის საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე სათავსოების ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღები, ხელყუმბარები, მჭიდები და სხვადასხვა მოდელის იარაღისთვის განკუთვნილი 1200-მდე ვაზნა.

ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი“.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 260-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Print