ქუთაისის მერიამ 14 ახალი მიკროავტობუსის შესყიდვაზე ტენდერი
გამოაცხადა.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული
ინფორმაციის მიხედვით, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1 მილიონ 388
044 ლარს შეადგენს.
ტენდერი M2 კატეგორიის, ქარხნული წარმოების მიკროავტობუსების შეძენას
ითვალისწინებს.
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, შესყიდვის ობიექტი 14 ერთეული
ახალი სატრანსპორტო საშუალებაა, რომლებიც არაუადრეს 2025 წლის
გამოშვების უნდა იყოს.
დოკუმენტაციის მიხედვით, ყველა მიკროავტობუსი ერთი და იმავე ბრენდისა
და მოდელის უნდა იყოს, მარცხენასაჭიანი და ექსპლუატაციაში არმყოფი.
მათი მიწოდება ხელშეკრულების გაფორმებიდან 180 კალენდარული დღის
განმავლობაში უნდა განხორციელდეს.
ტენდერის პირობებით, მიმწოდებელმა სატრანსპორტო საშუალებებზე
არანაკლებ 36-თვიანი ან 200 000 კილომეტრიანი გარანტია უნდა
უზრუნველყოს.
ტენდერი 24 ივნისს გამოცხადდა. წინადადებების მიღება 22 ივლისს
დაიწყება და 27 ივლისს დასრულდება.
ქუთაისის მერიაში ამბობენ, რომ მუნიციპალიტეტმა ტენდერი მუნიციპალური
სატრანსპორტო კომპანიისთვის მიკროავტობუსების შესაძენად
გამოაცხადა.
"ახალი მიკროავტობუსების ნაწილი იმოძრავებს ისეთ უბნებში, სადაც ამ
ეტაპამდე მუნიციპალური ტრანსპორტი არ დადის", - განმარტავენ
მერიაში.
ხალი მიკროავტობუსების ნაწილი
იმოძრავებს ისეთ უბნებში, სადაც ამ ეტაპამდე მუნიციპალური ტრანსპორტი
არ დადის.
მასალის გამოყენების პირობები