ახალი ამბები
საქსტატი: 200 სოფელი საქართველოში დაუსახლებელია
FaceBook

საქართველოში სულ 3,617 სოფელია, აქედან 3,417 დასახლებულია, ხოლო 200 — დაუსახლებელი (ანუ სოფელი, სადაც მუდმივი მოსახლეობა არ ფიქსირდება)  ამის შესახებ აღნიშნულია საქსტატის მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერის (2024) დაზუსტებულ მონაცემებში.


ამავე მონაცემებით, საქართველოში 278 სოფელში 10 და ნაკლები ადამიანი ცხოვრობს. შედარებისთვის, 2014 წლის აღწერის მიხედვით, ასეთი სოფლების რაოდენობა 255 იყო.

2024 წლის მონაცემებით, მცირე დასახლებების განაწილება ასეთია:

  • 10 ადამიანი — 22 სოფელი;
  • 9 ადამიანი — 11 სოფელი;
  • 8 ადამიანი — 26 სოფელი;
  • 7 ადამიანი — 24 სოფელი;
  • 6 ადამიანი — 21 სოფელი;
  • 5 ადამიანი — 32 სოფელი;
  • 4 ადამიანი — 29 სოფელი;
  • 3 ადამიანი — 31 სოფელი;
  • 2 ადამიანი — 42 სოფელი;
  • 1 ადამიანი — 40 სოფელი.

საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით 3,929,581 ადამიანი შეადგინა, რაც 0.4%-ით მეტია 2025 წლის ივნისში გამოქვეყნებულ წინასწარ მონაცემებთან (3,914,000).

ამავე თემაზე:

Print