ახალი ამბები
საქსტატი: საქართველოს მოსახლეობა 3 მილიონ 930 ათას ადამიანს შეადგენს
FaceBook

2024 წელს ჩატარებული მოსახლეობის აღწერის შედეგების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობა 3 მილიონ 930 ათას ადამიანს შეადგენს.


ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ განაცხადა.

 

მისი ინფორმაციით, მოსახლეობის 52% ქალია, ხოლო 48% — კაცი.

თოდრაძის თქმით, 2014 წლის აღწერის მონაცემებთან შედარებით, საქართველოს მოსახლეობა 5.8%-ით, ანუ 216 ათასი ადამიანით გაიზარდა.

2024 წლის მოსახლეობის აღწერის მონაცემებით, თბილისში ცხოვრობს მოსახლეობის 34%. მოსახლეობის რიცხოვნობის მიხედვით მეორე და მესამე ადგილს იკავებენ იმერეთის და ქვემო ქართლის რეგიონები, რომლებზეც მოდის შესაბამისად მოსახლეობის 12.9 და 11.2%", - აღნიშნულია საქსტატის ინფორმაციაში.

საქართველოს 2024 წლის მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერა 2024 წლის 14 ნოემბრიდან 31 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა.

Print