ახალი ამბები
ნიკეას ქუჩის ბოლოს მდებარე ტერიტორია ქუთაისის საკუთრება არ არის — მერია
FaceBook
ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ ნიკეას ქუჩის ბოლოს მდებარე ტერიტორია, სადაც  არაოფიციალური ნაგავსაყრელია მოწყობილი, ქუთაისის მუნიციპალიტეტს არ ეკუთვნის.



ამის შესახებ ქუთაისიპოსტის მიერ დასმულ კითხვაზე პასუხისას განაცხადეს. ჩვენ დავინტერესდით, არსებობდა თუ არა ქალაქში სამშენებლო ნარჩენების განთავსებისთვის სპეციალური ადგილი და იცოდნენ თუ არა აღნიშნული არაოფიციალური ნაგავსაყრელის შესახებ.

მერიაში განმარტეს: "ქუთაისში სამშენებლო ნარჩენების მიმღები ობიექტი არ არსებობს. რაც შეეხება თქვენს მიერ მითითებულ მიწის ნაკვეთს ის არ ეკუთვნის ქუთაისის მუნიციპალიტეტს". 

Print