ახალი ამბები
"აუცილებლად უნდა არსებობდეს მოსმენები ქვეყანაში"- სოზარ სუბარის ლექცია ქუთაისში
FaceBook
"ადამიანის უფლებები" ამ თემზე ქუთაისში , აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია ჩაატარა.

მინისტრმა ლექციაზე საქართველოში დემოკრატიის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან, ასევე, ყურადღება გაამახვილა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაზე და სატელეფონო მოსმენების საკითხზე
"აუცილებლად უნდა არსებობდეს მოსმენები ქვეყანაში, რადგან ეს სწორედ ქვეყნის უსაფრთხოებისთვის არის საჭირო, მაგრამ აუცილებლად უნდა ხდებოდეს რეგულაცია, რომ არ მოხდეს ისეთი გადაცდომები, როგორიც არის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გადაღება და შემდეგ ამ კადრების გავრცელება ან პიროვნებების დაშანტაჟება," - განაცხადა იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა, სოზარ სუბარმა.

საჯარო ლექციაზე მინისტრმა, ასევე, ისაუბრა სამოქალაქო სექტორის მნიშვენელობაზე.
" მედია, უნივერსიტეტები, პროპკავშირები - სწორედ, მათ უნდა მოახერხონ გააძლიერონ დემოკრატია. ადამიანის უფლებები ვერ იქნება დაცული ისეთ ქვეყანაში, სადაც მყარი არ არის დემოკრატია," - განაცხადა სოზარ სუბარმა.

საჯარო ლექცია, რომელიც მედიისთვის დახურული იყო კითხვა პასუხის რეჟიმში ჩატარდა.

Print