ახალი ამბები
ქუთაისში მდინარე ოღასკურას კალაპოტის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
FaceBook
ქუთაისში, მდინარე ოღასკურას კალაპოტის მეხუთე მონაკვეთის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
პროექტი 1.2-კილომეტრიან მონაკვეთს მოიცავს — ბუხაიძის ქუჩიდან ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრამდე. სამუშაოების ფარგლებში ხორციელდება კალაპოტის გაღრმავება, გეომეტრიული კონტურების კორექტირება, ნაპირსამაგრი კონსტრუქციების მოწყობა და მონოლითური რკინაბეტონის გადასასვლელის მშენებლობა.

მდინარე ოღასკურას ადიდების შედეგად ქალაქის გარკვეული მონაკვეთები პერიოდულად იტბორება. 

პროექტი 2024-2025 წლებში განხორციელებული ნაპირსამაგრი ღონისძიებების გაგრძელებაა. სამუშაოების ღირებულება 4.9 მილიონ ლარს შეადგენს და საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.
Print