ახალი ამბები
ქუთაისში, ხარებავას ქუჩის დასახლებაში მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ
FaceBook
ქუთაისში, ხარებავას ქუჩის დასახლებაში მცხოვრებელბის დახმარებას ითხოვენ.
მათი განცხადებით, თითქმის ყველა კორპუსის სარდაფში კანალიზაციის წყალი ჩადის, რადგან საკანალიზაციო ქსელი სრულად ამორტიზებულია.

ადგილობრივების თქმით, ანალოგიური პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას ხარებავას ქუჩის №1, №3, №5, №6, №9 და №41 კორპუსებში.

"სიტუაცია არის ძალიან მწვავე, ყველა კორპუსის სარდაფში შედის კანალიზაცია, მთლიანი ქსელი ამორტიზირებულია, წყალკანალი პასუხისმგებლობას, რა თქმა უნდა, ირიდებს", - ამბობენ ადგილობრივები. 

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში ამბობენ, რომ კანონით ვალდებულება არ აქვთ შევიდნენ კერძო საკუთრებაში.

"თქვენ რასაც გვეუბნებით ეს არის შიდა ქსელის პრობლემა, ჩვენ ვემსახურებით გარე ქსელს, პრობლემა თვითონ უნდა მოგვარაონ. თავს კი არ ვარიდებთ, არამედ კანონით არ გვაქვს უფლება",  - განმარტეს კომპანიაში.

ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ ხარებავას ქუჩაზე  (და არა მხოლოდ) არსებული საკანალიზაციო პრობლემის საკითხი კომპლექსურია, რის გამოც დეტალური ინფორმაციისა და ოფიციალური პოზიციის მისაღებად მათთვის წერილობით უნდა მივმართოთ.

Print