„საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“ აცხადებს, რომ ქუთაისში, ნიკეას ნაგავსაყრელზე მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლებიც მიმართულია ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისა და ტერიტორიის მოწესრიგებისკენ.
კომპანიის განმარტებით, სამუშაოებს თან ახლავს დროებითი დისკომფორტი, მათ შორის უსიამოვნო სუნის გავრცელება, რის გამოც ისინი მოსახლეობას ბოდიშს უხდიან.
ამასთან, კომპანიაში აღნიშნავენ, რომ სამუშაოები ეტაპობრივად მიმდინარეობს, თუმცა კონკრეტული დასრულების ვადები განცხადებაში მითითებული არ არის.
მასალის გამოყენების პირობები