ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ ქალაქის მასშტაბით 15 სკვერის
რეაბილიტაციას ახორციელებენ.
როგორც უწყებაში აცხადებენ, პროექტების უმრავლესობა დასკვნით ეტაპზეა
და სამუშაოები ეტაპობრივად სრულდება. მერიის ინფორმაციით, რეკრეაციული
სივრცეების მოწესრიგება უწყვეტად გაგრძელდება და ის ქალაქში არსებულ
ყველა სკვერს მოიცავს.
"ქუთაისის მერია ქალაქის მასშტაბით 15 სკვერის რეაბილიტაციას
ახორციელებს, პროექტების უმრავლესობა დასკვნით ეტაპზეა. რეკრეაციული
სივრცეების მოწესრიგება უწყვეტად გაგრძელდება და ქალაქში არსებულ
ყველა სკვერს მოიცავს.
რაც შეეხება
თქვენს მიერ დასახელებულ სკვერს, 2020 წელს
რეაბილიტირდა. ასევე, ადგილზე ახლახანს განახლდა ძელსკამები და
ურნები, დაუდგენელმა პირებმა დააზიანეს სკვერის ღობე, რისი აღდგენასაც
შესაბამისი სამსახური უზრუნველყოფს", - განგვიმარტეს
მერიაში.
ქუთაისში, ზვიად გამსახურდიასა და ჟიული შარტავას ქუჩების კვეთაში
მდებარე სკვერში არსებული ატრაქციონების ნაწილი მოშლილია,
ტერიტორიაზე გაუთიბავია, ასევე, დაზიანებულია რკინის შესასვლელი
კონსტრუქციები, ხოლო სკვერში არსებულ სოკო-შადრევანში წყალი აღარ
მოდის.
ამავე თემაზე:
მასალის გამოყენების პირობები