ახალი ამბები
ქუთაისის მერია „კოლხურ“ პანოზე განმარტებას აკეთებს
FaceBook
ქუთაისის მერიაში ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე კერამიკული პანო „კოლხურის“  შესაძლო რეაბილიტაციასთან დაკავშირებით განმარტავენ, რომ ობიექტი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს.

„ფალიაშვილის ქუჩაზე არსებული კერამიკული პანო წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს. კულტურის სამინისტროს ჩართულობით, სპეციალისტების მიერ მოხდება პანოს შემოწმება და საჭიროების შესაბამისად დაიგეგმება შემდგომი ღონისძიებები“, — გვითხრეს მერიაში. 

ქალაქის ცენტრალურ ნაწილში არსებული პანო უკვე გარკვეულწილად დაზიანებულია: რამდენიმე ფიგურა ჩამოშლილია, ხოლო ნაწილობრივ ჩანს შიდა რკინის კონსტრუქცია, რაც საფარის ჩამოშლას მიუთითებს.



პანო "კოლხური" ქალაქის ერთ-ერთ ცნობილ მონუმენტურ ობიექტად ითვლება და წლების განმავლობაში ყურადღების გარეშე დარჩენის გამო მისი მდგომარეობა ეტაპობრივად უარესდება.

ქუთაისში მდებარე პანო „კოლხური“ ერთ-ერთი გამორჩეული მონუმენტური ნამუშევარია, რომელიც ქალაქის კულტურულ იდენტობას უკავშირდება.

პანო XX საუკუნის მეორე ნახევარში შეიქმნა და ასახავს კოლხეთის თემატიკას — მითოლოგიურ და ისტორიულ მოტივებს, რომლებიც დასავლეთ საქართველოს უძველეს კულტურას უკავშირდება. კომპოზიცია შესრულებულია კერამიკული და მოზაიკური ელემენტებით და წლების განმავლობაში ქალაქის ერთ-ერთ სიმბოლოდ იქცა.

Print