ქუთაისში, შარტავას ქუჩაზე მდებარე მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ფასადის რეაბილიტაციას შპს „მოდერნ ბილდინგ კომპანი“ ახორციელებს, თუმცა კომპანია მომხდარ უბედურ შემთხვევაზე კომენტარს არ აკეთებს.
„ქუთაისიპოსტი“ კომპანიას დაუკავშირდა იმის გასარკვევად, რამდენად იყო ობიექტზე უსაფრთხოების ნორმები დაცული, თუმცა მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ მედიაორგანიზაციიდან ვუკავშირდებოდით, სატელეფონო საუბარი მოუცლელობის მიზეზით შეწყდა.
სახელმწიფო შესყიდვის ფარგლებში გამარჯვებულ კომპანიას 29
ობიექტზე, მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების ფასადების
რეაბილიტაციისთვის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის
მომზადება, ასევე აღნიშნული დოკუმენტაციის საფუძველზე სამშენებლო
სამუშაოების შესრულება, დაევალა. სამუშაოების ღირებულება 7 882 023 ლარს შეადგენს.
8 ივნისს სამუშაოებზე დასაქმებული ერთ-ერთი მუშა სიმაღლიდან
გადმოვარდა და დაიღუპა. როგორც ადგილობრივები „ქუთაისიპოსტთან“
საუბარში აცხადებენ, უბედური შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა მუშა მეორე
სართულზე ხარაჩოს აწყობდა.
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.
ამავე თემაზე:
მასალის გამოყენების პირობები