მედიაჩეკერის“ ინფორმაციით, 2 ივნისს ირინა ყურუამ, მაია მერკვილაძემ,
თეონა ხარაბაძემ, ლევან ურიდიამ და სალომე გეგეშიძემ ელექტრონული
წერილები მიიღეს, რომლებშიც ეცნობათ, რომ მათთან შრომითი
ხელშეკრულებები შეწყდა.
გათავისუფლებული ჟურნალისტების განცხადებით, მათ გადაწყვეტილების
შესახებ ინფორმაცია სწორედ ელექტრონული ფოსტით მიიღეს.
ამ დროისთვის „აჭარის ტელევიზიის“ ხელმძღვანელობის ოფიციალური
განმარტება აღნიშნულ საკითხზე არ გავრცელებულა.
მასალის გამოყენების პირობები