ახალი ამბები
ქუთაისის მერიის "სპეციალური სერვისები" ბრალდებებს პასუხობს
FaceBook
"პრემიები მხოლოდ ტექნიკურმა პერსონალმა მიიღო"

ქუთაისის მერიის დაქვემდებარებაში არსებული ააიპ "სპეციალური სერვისები" არასამთავრობო ორგანიზაცია "მედიატორის" ბალდებებს პასუხობს.

ააიპ "სპეციალური სერვისების" დირექტორის მოადგილემ არჩილ ჭავჭანიძემ არასამთავრობო ორგანიზაციის ბრალდებას უპასუხისმგებლო უწოდა.

ჭავჭანიძის განცხადებით, ააიპ ორგანიზაციაში საშტატო ერთეულების მატება გამოწვეულია ააიპ ორგანიზაციაში ფუქნციების გაზრდით.
ააიპ ორგანიზაციაში, ასევე, განმარატებას აკეთებენ პრემიებთან დაკავშირებით.

"პრემია ნამდვილად გაიცა გასულ წელს, რომლისთვის დაახლოებით 320 000 ლარი დაიხარჯა.  პრემიები მხოლოდ ტექნიკურმა პერსონალმა მიიღო, იმ ადამიანებმა, რომლებიც ქალაქს 24 საათიან რეჟიმში ემსახურებიან", - განმარტავს არჩილ ჭავჭანიძე.

ააიპ ორგაიზაციაში 420 ადამიანია დასაქმებული. 


Print