საქართველოს მთავრობამ სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან იმ ოჯახების ამორიცხვა დაადგინა, რომელთა ერთ წევრზე გაანგარიშებული ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარს ან მეტს შეადგენს.
შესაბამის დადგენილებას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 7 მაისს
მოაწერა ხელი.
დოკუმენტის მიხედვით, თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი ბოლო 3 თვის განმავლობაში, შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, ოჯახის თითო წევრზე თვეში 1250 ლარს გაუტოლდება ან გადააჭარბებს, ოჯახს სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრაცია შეუწყდება დამატებითი სოციალურ-ეკონომიკური შეფასების გარეშე.
ამ გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა მთავრობის მიერ დაახლოებით ორი
თვის წინ დაანონსებული სოციალური სისტემის გადახედვა.
მასალის გამოყენების პირობები