ახალი ამბები
ქუთაისის ცენტრში, ნაგავსაყრელად ქცეული პროკურატურის ყოფილი შენობა
FaceBook

ქუთაისში, შენობა,  სადაც წლების განმავლობაში სხვადასხვა სახელმწიფო უწყებები ფუნქციონირებდა, ახლა უყურადღებობით ნადგურდება.


საუბარია, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე სამსართულიან შენობაზე. 

ჩამსხვრეული ფანჯრები, განადგურებული ინფრასტრუქტურა, ღიად დატოვებული ლიფტის შახტა და ნაგავსაყრელად  ქცეული სამივე სართულის შიდა სივრცე - ასეთია შენობა, სადაც სხვადასხვა უწყებებთან  ერთად პროკურატურა და გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტი იყო განთავსებული. 


შენობა არ არის შემოსაზღვრული ,  რაც დამატებით საფრთხეს ქმნის.



იმის  გამო, შენობა ეკონომიკის სამინისტროს  ბალანსზეა ადგილობრივ თვითმმართველობაში პასუხისმგებლობას იხსნიან. 



მათ შორის ფუნქციონირებდა პროკურატურა, სახელმწიფო არქივი და გარემოს ზედამხედველობის სამსახური. შენობა ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს და წარმოადგენს იმ პერიოდისთვის დამახასიათებელ ფუნქციურ ადმინისტრაციულ არქიტექტურას.

Print