ახალი ამბები
ქუთაისში აბაშიძის ქუჩაზე ხანძარი ლოკალიზებულია
FaceBook
ხანძრის შედეგად დამწვარია 10 კვადრატული საცხოვრებელი ფართი.

ქუთაისში, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე ხანძარი ლოკალიზებულია.

საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად დამწვარია 10 კვადრატული საცხოვრებელი ფართი. ხანძრის გაჩენის მომენტში მოწონელიძეების ოჯახის წევრები სახლში არ იმყოფებოდნენ. შემთხვევის შედაგად არავინ დაშავებულა.

"შემოვიდა შეტყობინება ხანძრის შესახებ. მოვედით ადგილზე და მალევე მოხდა ცეცხლის ლოკალიზება. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია",- განაცხადა სახანძრო სამსახურის ბრიგადის უფროსმა ემზარ დუღუსიანმა.

ერთ-ერთი ვერსიით ცეცხლი სახლში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად გაჩნდა.

მოწონელიძეები აბაშიძის #8-ში ახალმოსახლეები არიან.

Print