ახალი ამბები
ავარია ქუთაისში - საქალაქო ავტობუსი მოქალაქეს დაეჯახა
FaceBook
ქუთაისში, #10 საქალაქო ავტობუსიქვეითად მიმავალ მოქალაქეს დაეჯახა.


შემთხვევა ქალაქის ცენტრში, რუსთაველის ხიდთთან მოხდა.

ავტოსაგზაო შემთხვევის დროს საქალაქო ავტობუსი შუახნის ქალბატონს დაეჯახა.

დაზარალებულს მსუბუქი დაზიანებები აქვს მიღებული და ამჟამად საავადმყოფოშია გადაყვანილი.

როგორც შსს - ში აცხადებენ გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და კრიმინალური სამსახურის ექსპერტები.







Print