ახალი ამბები
გელათის მეცნიერებათა აკადემია 400 ათასი ლარით დაფინანსდება
FaceBook
გელათის მეცნიერებათა აკადემიას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ფინანსურ დახმარებას გაუწევს.
ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს მთავრობის 11 მაისით დათარიღებულ განკარგულებაში, რომელსაც ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.

დოკუმენტის მიხედვით, ფინანსურ დახმარებას გელათის მეცნიერებათა აკადემიასთან ერთად გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტიც მიიღებს.

კერძოდ, გელათის მეცნიერებათა აკადემია 400 ათასი ლარით დაფინანსდება, ხოლო გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტი — 350 ათასი ლარით.

) სსიპ – გელათის მეცნიერებათა აკადემიისათვის (ს/ნ: 212704992) ფინანსური დახმარების (400,000.00 (ოთხასი ათასი) ლარი) გაწევის მიზნით, განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები „სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობის“ პროგრამის  ფარგლებში გათვალისწინებული ასიგნებებიდან;

ბ) ა(ა)იპ – გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტისათვის (ს/ნ: 404924310) ფინანსური დახმარების (350,000.00 (სამას ორმოცდაათი ათასი) ლარი) გაწევის მიზნით, განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული ასიგნებებიდან“, – ნათქვამია დოკუმენტში.

Print