საგაზაფხულო ფლიმარკეტი სინათლისთვის უკვე მეორედ იმართება როგორც ონლაინმედიების მხარდამჭერი ღონისძიება და 30-31 მაისს Slink Cafe-ში ჩატარდება, რომელიც ილიას ბაღი-ში მდებარეობს.
ღონისძიება სოლიდარობის სივრცეა, სადაც მეორადი ნივთები ახალ
სიცოცხლეს იძენს, ხოლო სტუმრები დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერაში
მონაწილეობენ.
ორდღიანი ღონისძიება მოიცავს ცოცხალ მუსიკას, საბავშვო აქტივობებს,
საქველმოქმედო აუქციონს და სხვადასხვა გასართობ პროგრამას. სტუმრებს
საშუალება ექნებათ ერთ დღეს მონაწილედ, ხოლო მეორე დღეს — სტუმრად
დაესწრონ.
ონლაინმედიების მხარდასაჭერად და „სინათლისთვის“ ფლიმარკეტში
მონაწილეობის მისაღებად საჭიროა განაცხადის შევსება.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 25 მაისი.
მასალის გამოყენების პირობები