ახალი ამბები
ქუთაისის ოპერის თეატრში 2025 წელს დასასრულებელი რეკონსტრუქცია ისევ გრძელდება
FaceBook
ქუთაისის ოპერის თეატრის რეკონსტრუქცია, რომელიც გასულ წელს უნდა დასრულებულიყო, ამ დრომდე გრძელდება.
სარეკონსტრუქციო სამუშაოები 2023 წლის მაისში დაიწყო. თავდაპირველი გეგმის მიხედვით, პროექტი  2025  წლის ბოლოს უნდა დამთავრებულიყო. 

პროექტი თეატრის შენობის სრულ განახლებასა და თანამედროვე აპარატურით აღჭურვას ითვალისწინებს.

რეკონსტრუქციისთვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია 2022 წელს მომზადდა, რისთვისაც კულტურის სამინისტრომ 300 000 ლარი გამოყო.

აღნიშნული სამუშაო არქიტექტურულ-საპროექტო კომპანია შპს „ჯორჯიან ჰაუსმა“ შეასრულა, ხოლო აკუსტიკის დიზაინისა და ტექნოლოგიური ნაწილის პროექტი ფინურმა კომპანია „აკუკონმა“ შეიმუშავა.

სარეკონსტრუქციო სამუშაოებს კომპანია „ბრიტანია ქონსთრაქშენი“ აწარმოებს.

პროექტის საერთო ღირებულება 21 მილიონ ლარს შეადგენს.

ქუთაისის ოპერის თეატრის შენობა ბოლოს 2010 წელს განახლდა.
Print