ახალი ამბები
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ახალ კათოლიკოს-პატრიარქს აირჩევს
FaceBook
დღეს სამების საკათედრო ტაძარი-ში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია-ის გაფართოებული კრება გაიმართება, სადაც საქართველოს 142-ე კათოლიკოს-პატრიარქს აირჩევენ.
წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, პატრიარქობის კანდიდატები არიან: საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტი იობი და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი.

კრებას დაახლოებით 1200 დელეგატი დაესწრება. საპატრიარქოს ინფორმაციით, ტაძარში შესვლა მხოლოდ სპეციალური სიებით იქნება შესაძლებელი, თუმცა ტაძრის ეზოში დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

დებულების მიხედვით, პირველივე ტურში გამარჯვებისთვის კანდიდატმა ხმების 50% +1 უნდა მიიღოს. თუ ვერცერთი კანდიდატი ვერ დააგროვებს საჭირო რაოდენობის ხმებს, გაიმართება მეორე ტური, სადაც მონაწილეობას ორი საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი მიიღებს.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II 2026 წლის 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
Print