ახალი ამბები
ფაშიზმზე გამარჯვებიდან 81 წელი შესრულდა
FaceBook
მეორე მსოფლიო ომი ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ და სისხლისმღვრელ სამხედრო კონფლიქტად მიიჩნევა, რომელმაც მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და მსოფლიოს პოლიტიკური რუკა მნიშვნელოვნად შეცვალა.
ომი ოფიციალურად 1939 წელს დაიწყო და 1945 წელს დასრულდა, თუმცა საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო 1941-1945 წლების პერიოდი, როდესაც საბჭოთა კავშირი ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაერთო.

ომში საქართველოდან ასიათასობით ადამიანი მონაწილეობდა. სხვადასხვა მონაცემებით, ფრონტზე დაახლოებით 700 ათასი ქართველი იბრძოდა, რომელთაგან 300 ათასამდე სამშობლოში ვეღარ დაბრუნდა.

ფაშიზმზე გამარჯვების დღე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულ თარიღში აღინიშნება — ევროპის ქვეყნების უმეტესობა ამ დღეს 8 მაისს აღნიშნავს, ხოლო პოსტსაბჭოთა ქვეყნების ნაწილი, მათ შორის საქართველო, 9 მაისს.

თარიღებს შორის განსხვავება დროის სარტყელსა და გერმანიის კაპიტულაციის აქტის გაფორმების დროს უკავშირდება.

დღეს ეს თარიღი არა მხოლოდ გამარჯვების, არამედ ომის მსხვერპლთა ხსოვნისა და მშვიდობის მნიშვნელობის შეხსენებადაც აღიქმება.

მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადი სოციალური დახმარების სახით 2 000 ლარს მიიღებენ, ხოლო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებს 1 000 ლარი გადაეცემათ.

ქუთაისში რეგისტრირებულ მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ვეტერანებს დამატებით 1 500 ლარი გადაეცემათ.

Print