ახალი ამბები
ქუთაისში საცხოვრებელი სახლი იწვის
FaceBook
ამ წუთებში ხანძარია ქუთაისში, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე. ცეცხლი #8 კორპუსის მე-6 სართულზე გაჩნდა.

ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, ცეცხლის გაჩენის მომენტში ოჯახის წევრები სახლში არ იმყოფებოდნენ. ამიტომ მათთვის უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზები. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ცეცხლი საცხოვრებელ ბინას დაუკეტავი გაზის გამო გაუჩნდა.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო სამაშველო სამსახური, რომლებიც ხანძის ჩაქრობას ცდილობენ. ადგილზე ასევე, მობილიზებულია საპატრულო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.

შემთხვევის ადგილზე მუშაობს ქუთაისიპოსტის ჯგუფი. ხანძართან დაკავშირებულ დეტალურ ინფორმაციას უახლოეს პერიოდში მოგაწდვით.
Print