ახალი ამბები
სინოდმა საპატრიარქო ტახტის სამი კანდიდატი გამოავლინა
FaceBook
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა საპატრიარქო ტახტის სამი კანდიდატი დაასახელა.
სინოდის გადაწყვეტილებით, საპატრიარქო ტახტის კანდიდატები არიან საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო, მეუფე იობი და მეუფე გრიგოლი.

როგორც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, კენჭისყრის შედეგად მოსაყდრე შიომ 20 ხმა მიიღო, ხოლო მეუფე იობმა და მეუფე გრიგოლმა — 7-7 ხმა.

მისივე ინფორმაციით, სხვა კანდიდატებს შორის იყვნენ მეუფე გრიგოლ კაცია, მეუფე დოსითეოსი და მეუფე მელქისედეკი.
Print