წამალი ბავშვებს — ამ მოთხოვნით ქუთაისის ცენტრში აქცია მიმდინარეობს.
მოქალაქეები მესხიშვილის თეატრის წინ არიან შეკრებილი და დიუშენის
კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვებისთვის აუცილებელი
მედიკამენტების უზრუნველყოფას ითხოვენ.
მშობლები, რომელთა შვილები
დიუშენის
კუნთოვანი დისტროფიით არიაბ დაავადებული აცხადებენ,
რომ უკვე ერთი წელია ჯანდაცვის სამინისტროს მიმართავენ, თუმცა მათი
მოთხოვნები კვლავ დაუკმაყოფილებელია.
მათი თქმით, შესაბამისი მკურნალობის გარეშე ბავშვების სიცოცხლის
ხანგრძლივობა საშუალოდ 20 წლამდეა, მაშინ როცა საჭირო მედიკამენტების
მიღების შემთხვევაში შესაძლებელია სიცოცხლის 40 წლამდე
გახანგრძლივება.
მონაწილეები ხელისუფლებისგან დროულ და ქმედით გადაწყვეტილებებს
ელიან.
ქვეყანაში დაახლოებით 100 - მდე ბავშვი საჭიროებს შესაბამის
მკურნალობას
მასალის გამოყენების პირობები