ახალი ამბები
წლების წინ დაწყებული დავა — „საქნახშირი“ ყოფილი თანამშრომლისთვის კომპენსაციის გადახდას დათანხმდა
FaceBook

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ შპს "საქნახშირს" მისი ყოფილი თანამშრომლისთვის კომპენსაციის გადახდა დააკისრა.


საქმე ეხება დავით კახიძეს, რომელიც „საქნახშირში“ 2020 წლიდან საშახტო ტრანსპორტის უბნის ვაგონშემკეთებლის პოზიციაზე მუშაობდა. ის  2024 წელს სამსახურიდან  რეორგანიზაციის სახელით  გაათავისუფლეს.

თუმცა, კახიძე აცხადებს, რომ მისი გათავისუფლების რეალური მიზეზი პოლიტიკურია, რადგან მისი მეუღლე ოპოზიციურ პარტიასთან არის დაკავშირებული.

შესაბამისად, სამართლიანი არჩევნების" ადვოკატის ანა ჩაფიძის დახმარებით, მან გათავისუფლების ბრძანება გაასაჩივრა  და  სარჩელი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში შეიტანა. იგი გათავისუფლების ბათილად ცნობას, სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურებას ითხოვდა.

ორწლიანი დავის შემდეგ, სასამართლო განხილვის პროცესში მხარეებს შორის  შეთანხმება შედგა. შესაბამისად, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ  მორიგება დაამტკიცა,  რომლის მიხედვით, შპს „საქნახშირმა“  დავით კახიძეს კომპენსაცია უნდა გადაუხადოს. 







 

Print