ახალი ამბები
32 ბავშვი და 1575 მსურველი — როგორია გაშვილების სურათი საქართველოში
FaceBook
სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მონაცემებით, 2025 წელს საქართველოში 32 ბავშვი გაშვილდა, ხოლო მშვილებელი პირების რაოდენობამ 1575 შეადგინა.
სააგენტოს ინფორმაციით, 2023 წლის მდგომარეობით გასაშვილებელი სტატუსის მქონე 59 ბავშვი იყო.

სააგენტოს განმარტებით, მშვილებელი შეიძლება იყოს საქართველოში მუდმივად მცხოვრები, სრულწლოვანი პირი, რომელიც აკმაყოფილებს კანონით დადგენილ მოთხოვნებს. ბავშვის შვილად აყვანის მსურველმა უნდა შეავსოს სააგენტოს დირექტორის მიერ დამტკიცებული განაცხადის ფორმა და, საცხოვრებელი ადგილის შესაბამისად, წარადგინოს იგი მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივ ორგანოში.
Print