ახალი ამბები
2025 წელს 11 514 მიუსაფარ ცხოველს სტერილიზაცია/კასტრაცია ჩაუტარდა — ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო
FaceBook
2025 წლის განმავლობაში სტერილიზაცია/კასტრაცია ჯამში 11 514 მიუსაფარ ძაღლსა და კატას ჩაუტარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ევთანაზია 145 ცხოველის შემთხვევაში გამოიყენეს, ხოლო ბუნებრივი სიკვდილით 2 050 მიუსაფარი ცხოველი დაიღუპა.

ამავე პერიოდში თავშესაფარში ჯამში 17 315 ძაღლი და კატა შეიყვანეს.

სააგენტოს მონაცემებით, წლის განმავლობაში 66 019 შეტყობინება დაფიქსირდა, საიდანაც რეაგირება 20 120 შემთხვევაში განხორციელდა. ადგილზე კი 14 709 ცხოველის დაჭერა გახდა საჭირო.

გარდა ამისა, 2025 წელს გაჩუქებულია 450 მიუსაფარი ცხოველი.

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ასევე ახორციელებს ფასიან მომსახურებებს, საიდანაც წლის განმავლობაში მიღებულმა შემოსავალმა 99 384.6 ლარი შეადგინა.
Print