ახალი ამბები
სოფელ კურსებში მეწყრით დაზარალებულთა მხარდასაჭერად დახმარების ფონდი შეიქმნა
FaceBook
სოფელ კურსებში მეწყრით დაზარალებული ოჯახების მხარდასაჭერად შეიქმნა დახმარების ფონდი.
"მეწყერმა ტყიბულის რაიონის სოფელ კურსებში რამდენიმე ათეული ოჯახი უსახლკაროდ დატოვა.ადამიანებმა დაკარგეს საკუთარი სახლები, მიწები, მამა-პაპის საფლავები… მიწამ წამებში შთანთქა წლების ნაშრომი, და დღეს ჯერ კიდევ ბუნდოვანია, რა გველოდება წინ.

სწორედ ამიტომ, ვქმნით დახმარების ფონდს სოფელ კურსების იმ მცხოვრებლებისთვის, რომლებმაც მეწყერში მუდმივი საცხოვრებელი დაკარგეს", - წერენ დახმატრების ფონდის ორაგნიზატორები. 

თანხა ჩარიცხეთ ანგარიშებზე:
საქართველოს ბანკი - #GE04BG0000000611909718
თიბისი ბანკი - #GE42TB7118736010100046
ხოლო დოლარის და ევროს შეგიძლიათ ჩარიცხონ
Usd
Euro
#PayPal Khatia Berodze
@KBerodze
სოფელ კურსებში, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, 2026 წლის 12 მარტს განვითარებულმა მეწყერმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ადგილობრივ მოსახლეობას.

სტიქიის შედეგად მეწყერმა დაახლოებით 58 ჰექტარი ტერიტორია მოიცვა. დანგრეულია რამდენიმე საცხოვრებელი სახლი, ხოლო ათეულობით ოჯახი იძულებული გახდა, ტერიტორია დაეტოვებინა. უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 30-ზე მეტი ოჯახი.

მეწყერმა დააზიანა სოფლის ინფრასტრუქტურა, მათ შორის ადგილობრივი გზები და გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეფერხდა ქუთაისი–ტყიბული–ამბროლაურის საავტომობილო გზაზე მოძრაობაც. ასევე დაზიანდა სასაფლაო, რაც დამატებით მძიმე სოციალური და ემოციური ზიანის მიზეზი გახდა ადგილობრივებისთვის.

სპეციალისტების ინფორმაციით, მეწყრული პროცესები განვითარდა მდინარე წყალწითელას მიმდებარე ფერდობზე. შესაბამისი უწყებები აგრძელებენ ტერიტორიის მონიტორინგს, რადგან კვლავ არსებობს განმეორებითი სტიქიის რისკი.

Print