ახალი ამბები
ორმაისობა ქუთაისში 3 მაისს აღინიშნება
FaceBook
ორმაისობის, იგივე გვირილობის დღესასწაულს ქუთაისში 3 მაისს აღინიშნავენ.

აღნიშნულის თაობაზე "ქუთაისიპოსტს" იმერეთის გუბერნიაში განუმარტეს.

როგორც ვიცე-გუბერნატორი სოსო ხახალეიშვილი ამბობს, ქუთაისქალაქობა სამ მაისს იმ მიზეზით აღინიშნება, რომ მიმდინარე წლის 2 მაისი ბრწყინვალე კვირეულის დასაწყისს, ორშაბათს ემთხვევა.

არსებული ინფორმაციით, ორმაისობის დღესასწაული სამი მაისიდან მთელი კვირის მანძილზე სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნება.

ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ღონისძიებები დაიგეგმება ქუთაისქალაქობის დღესასწაულისთვის, როგორც ქუთაისის მერიის პრესამსახურში განმარტავენ ცნობილი 10 დღეში გახდება.

ქუთაისქალაქობის დღესასწაული სათავეს მე-20 საუკუნის დასაწყისში იღებს.

"გვირილობა" გიმნაზიელ გოგონას ალექსანდრა ჩიქოვანის ინიციატივას და საქველმოქმედო აქციას უკავშირდება .გიმნაზიელმა გოგონებმა გვირილების გაყიდვის აქცია მოაწყვეს, რომ ტუბერკულოზით დაავადებულებს დახმარებოდნენ. ამ აქციას შემდგომში ტრადიციის სახე მიეცა და ქალაქის დღესასწაულად გადაიზარდა.


Print