ახალი ამბები
საქართველოს ეკონომიკა 2026 წლის თებერვალში 8.8%-ით გაიზარდა — „საქსტატი“
FaceBook
2026 წლის თებერვალში საქართველოს ეკონომიკა მნიშვნელოვნად გაიზარდა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 8.8% შეადგინა, ხოლო 2026 წლის იანვარ-თებერვლის საშუალო ზრდა 8.4%-ით განისაზღვრა.

სტატისტიკის მიხედვით, ეკონომიკური ზრდა ძირითადად განაპირობა ინფორმაციისა და კომუნიკაციის, ტრანსპორტისა და დასაწყობების, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების, აგრეთვე დამამუშავებელი და სამთომოპოვებითი მრეწველობის დარგებში დაფიქსირებულმა პოზიტიურმა დინამიკამ.

ამასთან, ანგარიშში აღნიშნულია, რომ კლების ტენდენცია გამოვლინდა მშენებლობისა და ენერგეტიკის სექტორებში.
Print