ახალი ამბები
სამხედრო სამსახურის ახალი წესები: რა იცვლება კონტრაქტის დარღვევისას
FaceBook
თავდაცვის ძალებში სამსახურთან დაკავშირებული წესები იცვლება
— ამისთვის თავდაცვის სამინისტრომ „თავდაცვის კოდექსში“ ცვლილებები მოამზადა და პარლამენტს წარუდგინა.

ამჟამად მოქმედი წესით, თუ სამხედრო მოსამსახურე კონტრაქტით მსახურობს და კონტრაქტს შეწყვეტს:

თუ მას უკვე 12 თვე აქვს ნამსახურები, ის ავტომატურად გადადის რეზერვში;

თუ 12 თვე არ აქვს შესრულებული, მას უწევს წვევამდელთა სამხედრო სამსახურის გავლა 6 ან 8 თვის ვადით.

ცვლილებების მიხედვით, ახალი წესები უფრო მკაცრია:

თუ პროფესიული სამხედრო სამსახურის კონტრაქტს შეწყვეტ, ავტომატურად გადაგიყვანენ 8-თვიან სავალდებულო სამხედრო სამსახურში;
ეს არ შეეხება იმ ადამიანებს, ვისაც აქვს გაწვევისგან გათავისუფლება, გადავადება ან მძიმე ოჯახური მდგომარეობა (რაც დოკუმენტებით უნდა დასტურდებოდეს).

ასევე იცვლება ჯარიმებთან დაკავშირებული წესიც:

კონტრაქტის დარღვევისთვის დაწესებული ჯარიმის გადახდა გადაგივადდება იმ 8 თვის განმავლობაში, როცა სავალდებულო სამსახურს გაივლი;
თუ ამ სამსახურს სრულად დაასრულებ, ჯარიმა საერთოდ მოგეხსნება.



Print