ახალი ამბები
ილია მეორის გარდაცვალების გამო ქუთაისში 22 მარტს დაგეგმილი საპროტესტო მარში გაუქმდა
FaceBook
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის გარდაცვალების გამო, დაგეგმილი საპროტესტო მარშები გაუქმდა.
“ვუერთდებით ჩვენი ერის მწუხარებას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესი და უნეტარესის ილია მეორეს გარდაცვალების გამო.

აღნიშნულიდან გამომდინარე, უქმეებზე, 21 მარტს - თბილისში, ხოლო 22 მარტს - ქუთაისში დაგეგმილი მარშები აღარ ჩატარდება", - ნათქვამია მარშების ორგანიზატორების განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელში ვრცელდება.

22 მარტს, ქუთაისის მერიის წინ დაგეგმილი იყო მარში სლოგანით "ძალა ერთობაშია".
Print