პატრიარქის გარდაცვალების გამო, საქართველოში გლოვა
გამოცხადდა.
მთავრობის განკარგულებით, ქვეყნის მასშტაბით ადმინისტრაციულ შენობებზე
სახელმწიფო დროშები დაეშვება.
დღეს, 17 მარტს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია II, 93 წლის
ასაკში გარდაიცვალა.
პატრიარქი მასიური სისხლდენის გამო კავკასიის მედიცინის ცენტრის
კრიტიკული რეანიმაციის განყოფილებაში იყო მოთავსებული.
ილია II სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად 1977 წლის 23
დეკემბერს იქნა არჩეული. ის საქართველოს 141-ე პატრიარქი იყო.
მასალის გამოყენების პირობები