ახალი ამბები
წმინდა სინოდის სხდომა ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით 18 მარტს გაიმართება
FaceBook
დღეს, 14:00 საათზე გაიმართება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა, რომელიც მიეძღვნება ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

სხდომის დასრულების შემდეგ საზოგადოებას მიეწოდება დამატებითი ინფორმაცია უწმინდესისა და უნეტარესის დაკრძალვის თაობაზე.

სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ნეშტს საპატრიარქო რეზიდენციიდან გადაასვენებენ ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში.

საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, 18 მარტს პანაშვიდი არ არის დაგეგმილი.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია II, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

პატრიარქი მასიური სისხლდენის გამო კავკასიის მედიცინის ცენტრის კრიტიკული რეანიმაციის განყოფილებაში იყო მოთავსებული.

ილია II სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად 1977 წლის 23 დეკემბერს იქნა არჩეული. ის საქართველოს 141-ე პატრიარქი იყო.
Print