ახალი ამბები
პარლამენტში ინიცირებულია ინიციატივა დეკემბრის ჩათვლით დაბადებული ბავშვების სკოლაში მისაღებად
FaceBook
პარლამენტში ინიცირებულია “ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილება, რომლის მიხედვით, 2026-2027 სასწავლო წელს სკოლაში სწავლას შეძლებენ ბავშვები,
რომლებსაც 6 წელი 2026 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ. ცვლილება წარმოადგენს საგამონაკლისო ნორმას კანონში.

აღსანიშნავია, რომ 2026 წლის 5 თებერვლიდან ძალაშია “ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილება, რომლის მიხედვით, სკოლაში სწავლის დაწყების ასაკი 6 წელია, რომელიც ბავშვს 15 სექტემბრის ჩათვლით უნდა უსრულდებოდეს.

პროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს. ცვლილებების მომზადება განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყო.
Print