ახალი ამბები
ქუთაისში გარდაცვლილი 20 წლის გოგოს საქმეზე კლინიკაში პირველ განმარტებას აკეთებენ
FaceBook
ლინიკა „ბომონდი“ ქუთაისში მშობიარობის შემდგომი გართულებებით გარდაცვლილი 20 წლის გოგოს შესახებ განცხადებას ავრცელებს.
კლინიკის ინფორმაციით, პაციენტი ლ.ტ. მიმდინარე წლის 10 მარტს მარტვილის კლინიკიდან კატასტროფის ბრიგადამ მძიმე მდგომარეობაში გადაიყვანა „ბომონდში“, როგორც მესამე დონის სამედიცინო დაწესებულებაში.

მათივე ცნობით, პაციენტს ორი კვირის წინ სენაკში საკეისრო კვეთა ჩაუტარდა. „ბომონდში“ გადაყვანის შემდეგ მას ჩაუტარდა სრულყოფილი კვლევები, რის შედეგადაც კლინიკო-ლაბორატორიულად დადასტურდა მწვავე ქირურგიული პათოლოგია.

"პაციენტი ლ. ტ. მიმდინარე წლის 10 მარტს გადმოყვანილ იქნა ბომონდში, როგორც მესამე დონის კლინიკაში, კატასტროფის ბრიგადის მიერ, მარტვილის კლინიკიდან მძიმე მდგომარეობაში. ▪️პაციენტს 2 კვირის წინ სენაკში, ჩაუტარდა საკეისრო კვეთა. კლინიკა "ბომონდში” პაციენტს ჩაუტარდა კვლევების სრული პაკეტი, კლინიკო-ლაბორატორიულად დაუდასტურდა, მწვავე ქირურგიული პათოლოგია. ოპერაციის მიმდინარეობისას განვითარდა გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა. სამწუხაროდ პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა", - წერია კლინიკის  მიერ გავარცელებულ განცხადებაში.  

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.


ამავე თემაზე:


Print