ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში, 12
მარტს, ჩამოწოლილი მეწყრის შედეგად დაზიანდა ტყიბული–ქუთაისის
ცენტრალური ავტომაგისტრალი,
რის გამოც ამ დროისთვის ტყიბულიდან ქუთაისის მიმართულებით
ავტოსატრანსპორტო მოძრაობა შეზღუდულია.
ამ დროისთვის ტრანსპორტის ნაწილი ქუთაისის მიმართულებით თერჯოლის
მუნიციპალიტეტის გავლით გადაადგილდება, ნაწილი კი სოფელ კურსების
შემოვლითი გზით სარგებლობს.
ჯერჯერობით უცნობია, როდის აღდგება მოძრაობა ცენტრალური
ავტომაგისტრალის დაზიანებულ მონაკვეთზე.
12 მარტს, მეწყერი განვითარდა ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ
კურსებში, ბეროძეებისა და გოგოლაშვილების უბანში, რის შედეგადაც 5
საცხოვრებელი სახლი დაინგრა.
ტიქიის შედეგად განვითარებული მეწყრული პროცესების გამო, შექმნილია
საგანგებო შტაბი, რომელიც ადგილზე ვითარებას კოორდინაციას უწევს.
ტყიბულის მერია მოსახლეობას მოუწოდებს, თავი შეიკავონ სტიქიის ზონაში
გადაადგილებისგან, ხოლო საჭიროების შემთხვევაში დახმარებისთვის
დაუკავშირდნენ
ცხელ ხაზს შემდეგ ნომრებზე: 599 27 32 50 ან 574 22 81 02.
ამავე თემაზე:
მასალის გამოყენების პირობები