ახალი ამბები
ტყიბულში სტიქიის ზონიდან მოსახლეობის ევაკუაცია მოხდა
FaceBook
ტყიბულში მეწყრული ზონიდან 38 ოჯახის ევაკუაცია განხორციელდა. ისინი სასტუმროში გადაიყვანეს.
სტიქიის ზონაში რჩებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის იმერეთის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები და შესაბამისი სამსახურები.

ასევე, ადგილზე იმყოფებიან იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

ტყიბულის სოფელ კურსებში მეწყერი დილით განვითარდა, შედეგად 5 საცხოვრებელი სახლი დაინგრა.


ამავე თემაზე:

Print