ქუთაისის 36-ე საჯარო სკოლის გათავისუფლებული პედაგოგი, ამავე სკოლის
დირექტორის გადაწყვეტილებას სასამართლოში ასაჩივრებს.
ნატალია თურქაძის თქმით, უახლოეს დღეებში სარჩელს ქუთაისის საქალაქო
სასამართლოში შეიტანს.
„ჩემი გათავისუფლების გადაწყვეტილება არასწორია. სასამართლომ უნდა
გაარკვიოს ეს საქმე და ამის შემდეგ დადგება ჩემი სამსახურში აღდგენის
საკითხიც“, – ამბობს პედაგოგი.
36-ე საჯარო სკოლის დირექტორმა ეკატერინე დოლიძემ ნატალია თურქაძე
სამსახურიდან გაათავისუფლა.
ბრძანება დირექტორმა 23 თებერვალს გამოსცა, რის
შესახებაც თავად მომდევნო დღეს, 24 თებერვალს, სკოლაში ყოფნისას
შეიტყო.
სკოლიდან გათავისუფლებულ პედაგოგს კოლეგები, მშობლები და მოსწავლეები
მხარდაჭერას უცხადებენ.
ამავე თემაზე:
მასალის გამოყენების პირობები