ახალი ამბები
სახელმწიფო აუდიტის სამსახური “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” პასუხისმგებლობის განმახორციელებელი იქნება
FaceBook
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს საჯარო რეესტრის ნაცვლად, სახელმწიფო აუდიტის სამსახური განახორციელებს.

ეს ცვლილებები, რომლებიც “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მოამზადეს, ითვალისწინებს ასევე “საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში“ და “სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს.

2024 წლის მაისში პარლამენტმა მიიღო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი. მის საფუძველზე იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში შეიქმნა ე.წ. უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრი.

კანონით, არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები, რომლებიც შემოსავლის 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებენ, უნდა დარეგისტრირდნენ აღნიშნულ რეესტრში. რეგისტრაციის გარეშე დარჩენილი ორგანიზაციებისთვის კანონით გათვალისწინებულია 25 ათასი ლარის ჯარიმა.
Print