ახალი ამბები
"დღეს ჩვენ ვმუშაობთ ჭიათურის განვითარების გეგმაზე"
FaceBook
"რაც შეეხება ჭიათურას, რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება ჩვენთვის. დღეს ჩვენ ვმუშაობთ ჭიათურის განვითარების გეგმაზე.
ამ პროცესში ჩართულია როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორი და ჩვენი მიზანია, რომ ქალაქს ჰქონდეს გრძელვადიანი და მდგრადი განვითარების პერსპექტივა", — განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა სამთავრობო ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში. 

ამ ფონზე, ჭიათურელი მაღაროელები უკვე ერთ წელზე მეტია უწყვეტ პროტესტს მართავენ. მათი მთავარი მოთხოვნები ღირსეული სამუშაო პირობების უზრუნველყოფა და შესაბამისი ანაზღაურებაა.

პროტესტის მონაწილეები აცხადებენ, რომ მიუხედავად ხანგრძლივი აქციებისა, მათი პრობლემით ხელისუფლების არცერთი რგოლი ამ დრომდე არ დაინტერესებულა. ამასთან, პროტესტის ოთხი მონაწილე დააკავეს.






Print