პოლიტიკა
ირანული დრონებით თავდასხმის გამო დუბაის საერთაშორისო აეროპორტმა მუშაობა დროებით შეაჩერა
FaceBook
დუბაის საერთაშორისო აეროპორტის ტერმინალების სიახლოვეს ირანული დრონებით განხორციელებული თავდასხმის გამო, აეროპორტმა ოპერირება დროებით შეაჩერა.
"მგზავრების, აეროპორტის პერსონალისა და ავიაკომპანიების ეკიპაჟების უსაფრთხოების მიზნით, დუბაის საერთაშორისო აეროპორტში (DXB) მუშაობა დროებით შეჩერებულია,“ — ნათქვამია დუბაის აეროპორტის მედია ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თვითმხილველთა ცნობით, ძლიერი აფეთქების ხმის შემდეგ აეროპორტის თავზე შავი კვამლი შენიშნეს.

არსებული ინფორმაციით, ამ დროისთვის აეროპორტში ფრენების ეტაპობრივი აღდგენა უკვე დაწყებულია.

რეგიონში ვითარება მას შემდეგ გამწვავდა, რაც 2026 წლის 28 თებერვალს აშშ-მა და ისრაელმა ირანში სამხედრო ობიექტებზე კოორდინირებული ავიაიერიშები განახორციელეს. ოპერაცია მიზნად ირანის სამხედრო ინფრასტრუქტურისა და ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული ობიექტების დასუსტებას ისახავდა.

ამის შემდეგ ირანმა საპასუხოდ დრონებითა და რაკეტებით იერიშები მიიტანა როგორც ისრაელზე, ისე აშშ-ის სამხედრო ბაზებზე და მოკავშირე ქვეყნებზე ახლო აღმოსავლეთში. შეტაკებები რამდენიმე რეგიონშიც გავრცელდა და დაძაბულობა კვლავ იზრდება.
Print