ახალი ამბები
შსს-ში აცხადებენ, რომ სამტრედიის ერთ-ერთ სოფელში გარემოსთვის საშიში ნივთიერების ან ნარჩენისადმი მოპყრობის წესის დარღვევისთვის სამი პირი დააკავეს
FaceBook
სამტრედიის ერთ-ერთ სოფელში გარემოსთვის საშიში ნივთიერების ან ნარჩენისადმი მოპყრობის წესის დარღვევის ბრალდებით სამი პირი დააკავეს.
ამის შესახებ  "ქუთაისიპოსტს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუმარტეს. 

უწყების ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 288-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გარემოსთვის საშიში ნივთიერების ან ნარჩენისადმი მოპყრობის წესის დარღვევას გულისხმობს.

გავრცელებული ინფორმაციით, სამტრედიაში, ერთ-ერთ მიტოვებულ შენობაში, სხეულის ამპუტირებული ნაწილები იყო აღმოჩენილი.
Print