ახალი ამბები
ქუთაისის მერიას "იმედთან" 7 500 ლარის ღირებულების ხელშეკრულება აქვს გაფორმებული
FaceBook
ქუთაისის მერიას საინფორმაციო მომსახურეობაზე ტელეკომპნია "იმედთან" 7 500 ლარის ღირებულების ხელშეკრულება აქვს გაფორმებული.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტების მიხედვით, ტელეკომპანია ვალდებულია (2026 წლის 1 თებერვლიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით) 60 სიუჟეტი მოამზადოს.




მერიიდან პასუხს ველოდებით, "იმედის" დასანქცირების შემდეგ, აპირებენ თუარა თანამშრომლობის გაგრძელებას.

დღეს დიდმა ბრიტანეთმა ტელეკომპანია ტელეიმედი და POSTV დაასანქცირა. დიდი ბრიტანეთს მთავრობის ცნობით, „იმედსა“ და „POSTV“-ს სანქციები დაუწესდათ, როგორც „რუსული დეზინფორმაციის გავრცელებაში ჩართულ ორგანიზაციებს“.
Print