ახალი ამბები
ქუთაისის საბავშვო ბაღიდან გათავისუფლებული პედაგოგის სასამართლო პროცესი 6 აპრილს გაიმართება
FaceBook
სასამართლო პროცესი მიმდინარე წლის 6 აპრილს 10:30 საათზეა ჩანიშნული.


ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, მიმდინარე წლის 6 აპრილს 10:30 საათზე, საბავშო ბაღის ფილიალიდან გათავისუფლებული პედაგოგის ნანა კაკულია სასამართლო პროცესი გაიმართება.

მოსარჩელი მხარის ადვოკატის რობიზონ ხურცილავას განმარტებით, ისინი იმ ბრძანების გაუქმებას ითხოვენ, რომლის თანახმად მოხდა კაკულიას სამსახურიდან გათავისუფლება.

ადვოკატი აღნიშნავს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან მოლაპარაკების მცდელობა იყო. ააიპ ქუთაისის სკოლამდელი დაწესებულების გაერთიანების იურისტის რამაზ იობიძის განმარტებით, გათავისუფლებული პედაგოგისთვის მერიის სტრუქტურულ ერთეულში სამსახურის შეთავაზებას ადგილი ქონდა. იობიძე ამბობს, რომ შეთავაზება პირველად ქალაქის მერმა, შოთა მურღულიამ გააჟღერა.

"თუკი ჩვენს შეთავაზებას დათანხმდებოდა მოსარჩელი მხარე, ბუნებრივია საქმის წარმოება შეწყდებოდა. თუ რა კონკრეტულ სამსახურს სთავაზობს მერია, ამას მე სასამართლო პროცესზე გავახმოვანებ", - ამბობს ააიპის იურისტი რამაზ იობიძე.

"გვითხრეს, რომ გათავისუფლებულ პედაგოგებს, კერძოდ იმათ ვის ინტერესსაც მე ვიცავ, სხვა სამსახურში გადაიყვანდნენ. თუმცა, ჩვენ უარზე ვართ. მაინცდამაინც იმ სამსახურში ვითხოვთ აღდგენას, საიდანაც  გაათავისუფლეს", - ამბობს რობიზონ ხურცილავა.

ააიპ ქუთაისის სკოლამდელი დაწესებულების გაერთიანების ხელმძღვანელმა მიმდინარე წლის 12 იანვარს ქუთაისის საბავშვო ბაღის 4 ფილიალის (#1, #13, #17,#15) ხელმძღვანელი პირი გაათავისუფალა. მათ შორის იყო ნანა კაკულია, რომელიც მე-15-ე საბავშო ბაღის ფილიალს ხელმძღვანელობდა.

ბრძანების თანახმად, ისინი ააიპ ქუთაისის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების გაერთიანების წესდების და ასევე, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პუნქტების დარღვევის გამო გაათავისუფლეს.


Print