ახალი ამბები
სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის თანხა გამოიყო - რა მიიღეს იმერეთის მუნციპალიტეტებმა
FaceBook
ქუთაისისა და იმერეთის მუნიციპალიტეტებისთვის სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის მიზნით სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა გაიზარდა.
მთავრობის გადაწყვეტილებით, დაფინანსება 1 096 900 ლარით გაიზარდა და 27 531 700 ლარი გახდა. შესაბამის ცვლილებას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხელმოწერილ №373 განკარგულებაში ასახავს.

18 თებერვლით დათარიღებული დოკუმენტით ცვლილება 29 იანვრის №222 განკარგულებაში შევიდა, რომელიც დამტკიცებიდან ოთხ დღეში გადაიხედა — გაიზარდა როგორც ბიუჯეტი, ისე მუნიციპალიტეტების ჩამონათვალი. თუმცა, დოკუმენტში დაკონკრეტებული არ არის, რომელი სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებს მოხმარდება თანხა.

განახლებული განკარგულების მიხედვით, 27.5 მლნ ლარი 14 მუნიციპალიტეტზე გადანაწილდება. მათ შორის იმერეთიდან დაფინანსებას მიიღებენ:

ბაღდათი — ₾1.5 მლნ;

ქუთაისი — ₾1.3 მლნ;

საჩხერე — ₾560 ათასი;

ჭიათურა — ₾452 ათასი;

ზესტაფონი — ₾415 ათასი;

საერთო ჯამში, ყველაზე მეტი თანხა ამ ეტაპზე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს — ₾7.9 მლნ-ს — განესაზღვრა, შემდეგ მოდის ოზურგეთი — ₾6.8 მლნ და ლაგოდეხი — ₾4 მლნ.

განკარგულებაში ასევე აღნიშნულია, რომ 29 იანვრის გადაწყვეტილებით სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის გამოყოფილი თანხებიდან დარჩენილი ეკონომია სხვა სტიქიური მოვლენების შედეგების აღმოსაფხვრელად უნდა მიიმართოს.
Print